ფრანგმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო | ფიგურული ციგურაობა
ფრანგმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო | ფიგურული ციგურაობა

გაბრიელა პაპადაკისი და გიომ სიზერონი უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები არიან. იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ფრანგმა მოცეკვავე წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 222.65 ქულა დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო. პაპადაკისმა და სიზერონმა რიტმულ პროგრამაში 88.42 ქულა მოიპოვეს, თავისუფალში კი 134.23. ორივე შედეგი მსოფლიოს ახალი რეკორდებია.

ვერცხლის მედალი რუსმა წყვილმა ვიკტორია სინიცინამ და ნიკიტა კაცალაპოვმა აიღეს. ორსავე პროგრამაში ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ, ჯამში კი 211.76 ქულა დააგროვეს. ბოლო ექვსი წლის მანძილზე ეს რუსების პირველი მედალია ამ დისციპლინაში.

ბრინჯაოს პრიზიორები კი ამერიკელები მედისონ ჰაბელი და ზაქარი დონოჰიუ გახდნენ. მათ ანგარშზე 210.40 ქულაა.

დატოვე კომენტარი