ფრანგი მოციგურავე კოკაინის ტესტზე ჩავარდა
ფრანგი მოციგურავე კოკაინის ტესტზე ჩავარდა

ფრანგი მოციგურავე ლორინ ლეკავალიე აკრძალული პრეპარატის მიღებაშია ეჭვმიტანილი. სპორტსმენმა ჩააბარა დოპინგ-ტესტი, რომლის მიხედვითაც მის ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინეს, ამის შესახებ გაზეთმა „ეკიპმა” საფრანგეთის ციგურაობის ფედერაციაზე დაყრდნობით დაწერა.

23 წლის ლეკავალიე საერთაშორისო ტურნირებზე 2019 წლის სექტემბერის შემდეგ არ გამოსულა. 2019 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატზე ფრანგმა მეხუთე ადგილი დაიკავა.