ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა
ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფრანგი კონსერვატორი პოლიტიკოსი ფრანგი მილიარდერი ინდუსტრიალისტის, სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის ჯგუფი აშენებს „რაფალის“ სამხედრო თვითმფრინავებს და ფლობს გაზეთ „ფიგაროს“.

„ოლივიე დასოს უყვარდა საფრანგეთი. ინდუსტრიის კაპიტანი, დეპუტატი, ადგილობრივი არჩეული ჩინოვნიკი, საჰაერო ძალებში რეზერვის მეთაური: სიცოცხლის განმავლობაში მას არასდროს შეუწყვეტია ჩვენი ქვეყნის სამსახური და მისი აქტივების პატივისცემა. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, კერძო ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა, სადაც მილიარდერი პოლიტიკოსის დასასვენებელი სახლი მდებარეობს. „ფორბსის“ სიის თანახმად, ოლივიე დასო თავის ორ ძმასა და დასთან ერთად, მსოფლიოს 361-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა.