ფრანგი კარდინალი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნეს
ფრანგი კარდინალი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნეს

არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის დაფარვისთვის, ფრანგი კარდინალი, ფილიპ ბარბარინი დამნაშავედ ცნეს.

ფრანგ კარდინალს ბრალად დასდეს 1980-იან და 1990-იან წლებში მღვდლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვა და 6 თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდეს.

თავად კარდინალი ბრალდებებს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ორი კვირის წინ, ავსტრალიელი კარდინალი, ჯოჯრ პელი, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში მესამე ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.

რომის პაპის ხელმძღვანელობით კათოლიკური ეკლესია სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიებას ატარებს.