ფრანგი ემერიკ ლაპორტი ევრო 2020-ზე ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
ფრანგი ემერიკ ლაპორტი ევრო 2020-ზე ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ემერიკ ლაპორტი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მიიღებს.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიმართა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას – შეისწავლოს 26 წლის მცველის ნატურალიზების შესაძლებლობა.

როგორც ირკვევა, ფიფა-სგან ნებართვა უკვე მიღებულია. ლაპორტი ბორდოში დაიბადა, ამასთან, ბასკური ფესვები გააჩნია. ის პროფესიულ კარიერას „ბილბაოში“ იწყებდა, 2018 წელს კი 57 მილიონ ფუნტად გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“. ლაპორტს უთამაშია საფრანგეთის იუნიურთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში, მაგრამ არც ერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული საფრანგეთის პირველ გუნდში.

თავად ფეხბურთელიც დათანხმდა ესპანეთის ნაკრებში თამაშს, რადგან მის იგნორირებას აგრძელებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი. 2018 წლის დეკემბერში ლაპორტმა განაცხადა: „ვფიქრობ, დეშამი პირადი მიზეზების გამო არ მიწვევს საფრანგეთის ნაკრებში“.

ამ სეზონში ფეხბურთელმა 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ სიტიში“.