ფრანგი ჟურნალისტი - მარკო ვერატი ყოველდღე ეწევა, სვამს და ერთობა
ფრანგი ჟურნალისტი - მარკო ვერატი ყოველდღე ეწევა, სვამს და ერთობა

ავტორიტეტული ფრანგული გაზეთის „ლე პარიზიენის“ (Le Parisien) ჟურნალისტმა, ჟულიენ ლორენმა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის, მარკო ვერატის ცხოვრებიდან საინტერესო დეტალები გაამჟღავნა.

„ჩემთვის ვერატი საუკეთესო იყო “მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში. არადა, ის არ იმყოფება 100 პროცენტით საუკეთესო ფორმაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. გასულ კვირას, ის დილის ექვს საათამდე აღნიშნავდა ნეიმარის დაბადების დღეს. ეწევა, სვამს და ერთობა თითქმის ყოველ დღე. ამიტომაც გასაოცარია, როგორ ითამაშა „ოლდ ტრაფორდზე“. მას რომ კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ცხოვრების წესი და საქმისადმი მიდგომა ჰქონდეს, ვერ წარმომიდგენია, რა დონეზე იქნებოდა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს შორის“, – თქვა ლორენმა ბი-ბი-სის რადიოს (BBC 5 Live) ეთერში.

იტალიელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ასეთი სტატისტიკა ჰქონდა:
87 შეხება ბურთთან – ყველაზე მეტი მატჩში;
75 პასი, აქედან 39 მეტოქის მოედანზე – ყველაზე მეტი მატჩში;
93.3 პროცენტი პასების სიზუსტე.

ვერატი „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობს და ხუთჯერ ჩემპიონობა და ოთხჯერ ქვეყნის თასის მოგება მოასწრო.

დატოვე კომენტარი