ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა [ვიდეო] #1TVSPORT

Prime Video-სთან ჟურნალისტმა ფელიქს როიმ მიმდინარე სეზონში „ბორდოს“ გამოსვლაზე ისაუბრა და ზურიკო დავითაშვილს სეზონის აღმოჩენა უწოდა.

„ბორდოში“ შესანიშნავი ატმოსფეროა, რაც „ლავალთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაშიც გამოჩნდა. ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა. მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, იმის მიუხედავადაც, რომ „ლავალის“ დაცვამ ცუდად ითამაშა. შემდეგ დავითაშვილმა გრეგერსენს გაატანინა.

ის, ჯოან ბარბე და სტიან გრეგერსენი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. „ბორდო“ ლიგა 1-ში დიდი ნაბიჯებით მიიწევს, შემდეგ ტურში კი „ანსისთან“ რთული მატჩი ელის. „ბორდო“ აღმავლობას განიცდის და გუნდი დიდებული ვეტერანების მეთვალყურეობის ქვეშ სრულყოფილ თამაშს უახლოვდება“, – ამბობს ფელიქს როი.

„ბორდოს“ ყოფილი ნახევარმცველი, ბენჟამინ ნივეტი კი კმაყოფილებას არ მალავს გუნდის თამაშით და ყურადღება ქართველი შემტევის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

„რამდენიმე მოთამაშეა, რომელთაც გუნდის ხერხემალს ვუწოდებ. მაგალითად, ნახევარმცველი ფრანსერჟიო, რომელიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ბოლო დროს ძალიან შედეგიანია. ის დილან ბაკვასთან და ჯოშ მაიასთან ერთად აგრესიულ შეტევით ხაზს აყალიბებს. „ბორდო“ ყველა ხაზში სტაბილური გუნდია, ვნახოთ, „მეცი“ ლიგა1-ისთვის ბრძოლას თუ შეძლებს, მაგრამ მე არ მჯერა. თუმცა, მგონია, რომ „ბორდოს“ დარჩენილი მატჩების მოგება შეუძლია“, – აცხადებს ბენჟამინ ნივეტი.