ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი „ბორდოს“ შეტევას აძლიერებს #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი „ბორდოს“ შეტევას აძლიერებს #1TVSPORT

France Bleu Gironde-ის გადაცემაში France Bleu Béarn-ის ჟურნალისტმა, გიომ დრექსლერმა გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომელიც ზურიკო დავითაშვილს „ბორდოში“ თებერვალ-მარტში ჰქონდა და აცხადებს, რომ ახლა ქართველი ლეგიონერი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„სეზონის მეორე ნაწილის საწყის ეტაპზე დავითაშვილის ჩავარდნა ადაპტაციით აიხსნება, თუმცა დავითაშვილის დებიუტი საკმაოდ საინტერესო იყო. როცა საფრანგეთში, ლიგა 2-ში გადადიხარ, ადაპტაციისთვის დრო აუცილებლად გჭირდება. ფინალურ ეტაპზე კი ვგრძნობთ, რომ დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითადი შემადგენლობის ნაწილია და ლიგა 1-ში გადასვლისთვის ბრძოლაში მისი იმედი უნდა გქონდეს.

დავითაშვილი საინტერესო ფეხბურთელია. მის თამაშში ხარვეზებიცაა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვგრძნობთ, რომ „ბორდოს“ თამაშში ცვლილებების შეტანა და შეტევის გაძლიერება შეუძლია. ამ სეზონში ქართველის ერთ-ერთი სუსტი მხარე გოლების სიმწირე იყო. თუმცა, შაბათს გატანილი ერთადერთი გოლი ეფექტური გამოდგა. დავითაშვილი, ბაკვა, პიტუ ძლიერი და საინტერესო მოთამაშეები არიან და ბაჯისა და მაიას შეტევაში ავსებენ“, – განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ ტურში დავითაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ორჯერ ტურის სიმბლურ გუნდში მოხვდა, წინა ტურის სიმბოლური ნაკრები კი ჯერ არ დასახელებულა.