ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი „ბორდოს“ ბოლო მატჩში დაასვენეს, მას ამოსუნთქვა სჭირდება #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი „ბორდოს“ ბოლო მატჩში დაასვენეს, მას ამოსუნთქვა სჭირდება #1TVSPORT

გამოცემა girondins4ever-თან მიშელ ლე ბლეიომ „ანსისთან“ მატჩის დროს „ბორდოს“ მწვრთნელის, დევიდ გიონის არჩევანზე ისაუბრა. ARL-ის ჟურნალისტმა და კონსულტანტმა განმარტა, რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ მწვრთნელმა ამ შეხვედრაში სტიან გრეგერსენისა და ზურიკო დავითაშვილის შეცვლა გადაწყვიტა, მათ ნაცვლად კი ჯუნიორ მუანგა და ალბერტ ალისა დააყენა. ჟურნალისტისთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან ლე ბლეიოს ინფორმაციით, ამ მოთამაშეებს ცოტა ხნით დასვენება სჭირდებოდათ.

„სეზონის დროს „ბორდოს“ მოუწევს შემადგენლობის აზრიანად გამოყენება. ეს არის სწორედ ის, რაც დევიდ გიონმა „ანსის“ წინააღმდეგ გააკეთა. სასტარტო შემადგენნლობაში ალბერტ ელისი დაბრუნდა, რომელმაც შეცვალა ზურიკო დავითაშვილი“, – აცხადებს მიშელ ლე ბლეიომ.

ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, მიზეზი ქართველი ნახევარმცველის გადატვირთვაა: 

„ქართველ ნახევარმცველს, სავარაუდოდ, ამოსუნთქვა დასჭირდა, რადგან რაც ჩამოვიდა, იმ დროიდან შეუცვლელად თამაშობს. ამ თამაშმა დევიდ გიონს საშუალება მისცა, დრო დაეთმო იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც მთელი სეზონი უდნა დაეყრდნოს“.