ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი ბოლომდე თავდაჯერებული არაა, მაგრამ მაინც „ბორდოს“ თავდასხმის ლიდერია #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი ბოლომდე თავდაჯერებული არაა, მაგრამ მაინც „ბორდოს“ თავდასხმის ლიდერია #1TVSPORT

„ბორდოს“ შემტევ ნახევარმცველზე, ზურიკო დავითაშვილზე ფრანგმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს. მათი აზრით, ქართველ ფეხბურთელს შეუძლია გუნდის ლიდერი გახდეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ „გაიხსნა“.

ჟურნალისტმა ჟიულიენ ბემ ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ბორდოს“ „ანესთან“ (3:1) თამაში შეაფასა.

„მოდნის ცენტრში დავითაშვილი ნაკლებად აქტიური იყო. მის პოზიციაზე ბურთის დაკარგვა „ბორდოს“ შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ქართველ შემტევს თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნება. ასეთ შემთხვევაში ის თამაშს უფრო მეტად გაამწვავებს. ამჟამად დავითაშვილს შემტევისთვის სასურველი სითამამე ოდნავ აკლია. არადა, მას შეუძლია, გუნდს ულიდეროს“, – ამბობს ჟიულიენ ბე.

beIN Sports-ზე „ბორდოსა“ და ქართველი ნახევარმცველის თამაშზე კომენტარი არხის ჟურნალისტმა, მარგო დიუმონმაც გააკეთა.

„„ანესთან“ მატჩში იგნატენკო და დავითაშვილი მოედნის ცენტრში მეტოქეზე ზეწოლას ნამდვილად ახერხებდნენ, მაგრამ ზურიკო ახალ პოზიციაზე თამაშით ცოტა დაბნეული ჩანდა – სამკაციანი დაცვის წინააღმდეგ თავს ბოლომდე თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა, თუმცა, რეალურად, ის თავდასხმის ლიდერი იყო“, – აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი.