ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი ბოლო დროს გამოირჩევა და „ბორდოც“ უფრო დინამიურად ათამაშდა #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილი ბოლო დროს გამოირჩევა და „ბორდოც“ უფრო დინამიურად ათამაშდა #1TVSPORT

ჟურნალისტმა კლემენტ კარპენტიემ France Bleu Gironde-სთან „ბორდოზე“ ისაუბრა და გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში ზურიკო დავითაშვილის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ჟირონდინების პატარა ქართველი გარემარბი, დავითაშვილი ბოლო დროს აშკარად გამოირჩევა. მან კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი. ბოლოს და ბოლოს, შეძლო და უფრო თავდაჯერებული გახდა.

ამის შედეგად, „ბორდო“ უფრო ენერგიულად გრძნობს თავს, უფრო აგრესიულად ათამაშდა და შესაბამისად, უფრო დინამიურად გამოიყურება, ვიდრე თებერვალ-მარტში, რომელიც „ბორდოსთვის“ საკმაოდ რთული პერიოდი იყო“, – აცახდებს ფრანგი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ზედიზედ მესამედ საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.