ფრანგებმა ზეიმი საპრესკონფერენციო დარბაზში მოაწყვეს [ვიდეო]

ხორვატიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ზეიმი საპრესკონფერენციო დარბაზში გააგრძელეს.

„სამფეროვნების“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემას აპირებდა, როდესაც მსოფლიოს ახალი ჩემპიონები დარბაზში სიმღერით შევარდნენ, მთავარი მწვრთნელი შამპანურებით გაწუწეს და მედიასთან დალაპარაკების საშუალებას დიდხანს არ აძლევდნენ.

ცხადია, გახარებული ფრანგების გართობამ მედიაც გაამხიარულა, პრესკონფერენცია კი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.