ფრანჩესკო ტოტიმ აგენტის კარიერა დაიწყო და 16 წლის ვუნდერკინდის სახით პირველი კლიენტი მიიღო

16:26, 12.06.2020

„რომას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ფრანჩესკო ტოტიმ მოთამაშეთა სააგენტო გახსნა და თავისი პირველი კლიენტიც წარადგინა.

ტოტი იზრუნებს სიმონ ბონავიტას ინტერესებზე, რომელიც მილანის „ინტერის“ აკადემიის ერთ-ერთ ვუნდერკინდად მიიჩნევა. 16 წლის ფეხბურთელს თამაშის სტილით ამსგავსებენ სანდრო ტონალისბრეშადან“.

ტოტი რომაულ კლუბში 1993-2017 წლებში თამაშობდა, 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა.

მსგავსი