ფრანჩესკო ტოტი – ტონალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება

09:56, 01.05.2020

„რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ შეაფასა „ბრეშას“ ნახევარმცველის სანდრო ტონალის პერსპექტივები.

„მე ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ტონალი ხელში ჩამეგდო, – თქვა ტოტიმ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში. – ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. მას აქვს ყველაფერი, რაც დიდ ფეხბურთელს სჭირდება – ტექნიკა, კარგი მენტალიტეტი, ყოველთვის სახიფათოა ნებისმიერ სიტუაციაში“.

2019-20 წლების სეზონში ტონალიმ 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა. იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 31.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი