ფრანჩესკო ტოტი – სალაჰს „რომა“ საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია

15:26, 01.05.2020

„რომას“ ყოფილმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ სალაჰს გუნდის დატოვება არ სურდა და რომაელებმა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ფულის გამო გაასხვისეს.

„მას ჩვენგან წასვლა არ უნდოდა. იმ პერიოდში „რომას“ გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ფული სჭირდებოდა, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Tuttomercatoweb. – მასზე დიდი მოთხოვნა იყო და სწორედ ამიტომ გაყიდეს. ხალხმა არ იცის, როგორ იყო ეს ამბავი“.

სალაჰის შეძენა „ლივერპულს“ 42 მილიონი ევრო დაუჯდა და ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერი აღმოჩნდა.

პირველივე სეზონში ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 44 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი