ფრანჩესკო ტოტი „რომას“ ტოვებს
ფრანჩესკო ტოტი „რომას“ ტოვებს

„რომას“ ტექნიკურმა დირექტორმა ფრანჩესკო ტოტიმ მშობლიური კლუბის დატოვება გადაწყვიტა, – ამტკიცებს „სქაი სპორტ იტალია“ (Sky Sport Italia).

წყაროს ცნობით, დედაქალაქური კლუბის ლეგენდა ორშაბათს მოაწყობს პრესკონფერენციას, რომელზეც გამოაცხადებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტოტი უკმაყოფილოა კლუბში თავისი როლით. მას ხელს არ აძლევს ის, რომ არ მონაწილეობს „რომაში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ფრანჩესკო ტოტის მთელი თავისი კარიერა „რომაში“ აქვს გატარებული. პროფესიული ფეხბურთელის რანგში მან 1992-2017 წლებში ითამაშა კლუბში, გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო იტალიის თასი.

კარიერის დასრულების შემდეგ, მან მაშინვე მიიღო პოსტი კლუბის სტრუქტურაში.