ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა
ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა

„რომას“ ლეგენდარული კაპიტანი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა, – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, 44 წლის ტოტი ბოლო დღეებში თავს სუსტად გრძნობდა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მაგრამ, ახლა ვეტერანი ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს.

კორონავირუსი დაუდასტურდა ფრანჩესკო ტოტის მეუღლესაც, თუმცა, ილარი ბლაზის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

რამდენიმე კვირის წინ, ფრანჩესკოს მამა, ენცო ტოტი სწორედ კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა.