ფრანჩესკო ტოტი - იტალიის ჩემპიონატი წელს არ განახლდება
ფრანჩესკო ტოტი - იტალიის ჩემპიონატი წელს არ განახლდება

იტალიური რომას ყოფილი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი მიიჩნევს, რომ იტალიის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, წელს არ განახლდება.

„ვფიქრობ, ჩემპიონატი არ განახლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი იქნება. ფიფასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დრო სჭირდებათ, რომ წესრიგში მოვიდნენ“, – ამბობს ტოტი, რომელიც „რომას“ ღირსებას 1992-20017 წლებში იცავდა.

მთლიანად მან ამ გუნდში მან 785 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 307 გოლი გაიტანა და 139 საგოლე გადაცემა შეასრულა.