ფრანჩესკო ტოტი ინსინიეს ახალი აგენტი გახდა
ფრანჩესკო ტოტი ინსინიეს ახალი აგენტი გახდა

„რომას“ ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ახალ ამპლუაში მოსინჯავს საკუთარ თავს. ლეგენდარული ნახევარმცველი „ნაპოლის“ ფორვარდის ლორენცო ინსინიეს აგენტი გახდა.

აპრილში გახდა ცნობილი, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა სასკაუტო კომპანია გახსნა. ინსინიე, რომელმაც ამ კვირას შეწყვიტა თანამშრომლობა აგენტ მინო რაიოლასთან, ტოტის ერთ-ერთი პირველი კლიენტი გახდება.

ვარაუდობენ, რომ 28 წლის ფეხბურთელი მალე 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს ხელშეკრულებას.

მიმდინარე სეზონში ინსინიემ 25 მატჩში 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.