France Football-ი „რეალთან“ ურთიერთობის დალაგებას ცდილობს – წელს „ოქრო ბურთის“ ცერემონიამ შეიძლება ისევ მადრიდული კლუბის გარეშე ჩაიაროს #1TVSPORT
ფრანგული ჟურნალი France Football-ი ურთიერთობის დალაგებას ცდილობს მადრიდის „რეალთან“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ შარშანდელი ცერემონია სკანდალით დასრულდა. როდესაც შეიტყო, რომ პრიზს ვინისიუსი არ მიიღებდა, „რეალმა“ გააუქმა თავისი დელეგაციის მგზავრობა პარიზში და შეწყვიტა ურთიერთობა ჯილდოს ორგანიზატორებთან.
როგორც გაზეთი Marca წერს, ბოლო თვეებში France Football-ი ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას „რეალთან“. ფრანგული დელეგაცია მადრიდში იყო ჩასული მომდევნო ცერემონიისთვის ურთიერთგაგების აღსადგენად, მაგრამ მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა.
აღნიშნავენ, რომ „რეალში“ დღემდე ვერ გაუგიათ, რა მოხდა გასული წლის ცერემონიაზე, კერძოდ, რა მიზეზით შეცვალეს ხმების დათვლის სისტემა.
„ოქროს ბურთის“ ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება. წელს „რეალიდან“ პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი და ფორვარდები – კილიან მბაპე და ვინისიუსი.