France Football-მა არ გამორიცხა ლევანდოვსკისთვის 2020 წლის ოქროს ბურთის გადაცემა
France Football-მა არ გამორიცხა ლევანდოვსკისთვის 2020 წლის ოქროს ბურთის გადაცემა

ჟურნალ France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ არ გამორიცხა, რომ ფრანგულმა გამოცემამ, შესაძლოა, „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის 2020 წლის „ოქროს ბურთი“ გადასცეს.

2021 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე გამარჯვებულმა ლიონელ მესიმ სცენიდან უთხრა ლევანდოვსკის, რომ ის იმსახურებდა 2020 წელს მთავარ საფეხბურთო პრიზს. ჯილდო შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო არ გათამაშდა.

„ის, რაც მესიმ თქვა, სასიამოვნო და გონივრულია. ვფიქრობ, არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. უნდა დავფიქრდეთ ამაზე და, ამავდროულად, პატივი უნდა ვცეთ „ოქროს ბურთის“ ისტორიას, რომელიც ხმის მიცემას ეფუძნება. არ შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ შარშან ლევანდოვსკი აუცილებლად მოიგებდა „ოქროს ბურთს“. ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან შარშან ხმის მიცემა არ ყოფილა. მაგრამ, სიმართლე ითქვას, გასულ წელს ლევანდოვსკის მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდა“, – განაცხადა ფერემ.