France Football-მა 2025 წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად უსმან დემბელე დაასახელა #1TVSPORT
France Football-მა 2025 წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად უსმან დემბელე დაასახელა #1TVSPORT

ფრანგულმა ჟურნალმა, France Football-მა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი უსმან დემბელე საფრანგეთის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გასულ წელს პსჟ-ის ფეხბურთელმა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფა-ს სუპერთასზე და საკონტინენტთაშორისო თასზე. გარდა ამისა, პსჟ-მა 2025 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია, სადაც „ჩელსისთან“ დამარცხდა.

უფრო ადრე დემბელემ იმავე France Football-ისგან მიიღო „ოქროს ბურთი“, ასევე ის აღიარეს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) და Globe Soccer Awards-ის ვერსიებით.