France Football-ი ყველაფერს გააკეთებს, რათა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე არ გახმაურდეს #1TVSPORT

14:18, 13.10.2026

გამოცემა France Football-ი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე არ გახმაურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები შარშანდელი წესის შენარჩუნებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც, ჯილდოს მფლობელის ვინაობა ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ რჩება.

ანალოგიური მიდგომა 2025 წელსაც გამოიყენეს, როდესაც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარი გამარჯვების შესახებ მხოლოდ სცენაზე კონვერტის გახსნის შემდეგ შეიტყო.

გავრცელებული ცნობით, ორგანიზატორები წელსაც მაქსიმალური კონფიდენციალურობის დაცვას აპირებენ. შესაბამისად, გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არც თავად ფეხბურთელს ეცოდინება და არც მის კლუბს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში, „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. ღონისძიება წელს პირველად ჩატარდება ინგლისის დედაქალაქში და ტურნირის ისტორიაში საიუბილეო, 70-ე დაჯილდოება იქნება.

„ოქროს ბურთის“ მოგების 30 ნომინანტს შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი