France Bleue - შესაძლოა, „ბორდოს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს #1TVSPORT
France Bleue - შესაძლოა, „ბორდოს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს #1TVSPORT

„ბორდოს“ ბოლო ტურის მატჩი ლიგა 2-ში „როდეზთან“ შეწყდა და ამ საღამოს აღარ განახლდება, – ინფორმაციას Prime Video ავრცელებს.

ლიგა 2-ის მატჩი „ბორდოსა“ და „როდეზს“ შორის შეწყდა 23-ე წუთზე, როდესაც „როდეზის“ მოთამაშემ, ლუკას ბუადესმა ანგარიში გახსნა. ბუადესი და მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი გოლს ზეიმობდნენ, როცა მოედანზე შევარდა გულშემატკივარი და ხელი უბიძგა თავდამსხმელს, რომელიც ტრიბუნის წინ დაეცა.

მსაჯმა ნიკოლას რეინვილმა კი ორივე გუნდის გასახდელში გაშვება გადაწყვიტა. ფეხბურთელი ტვინის შერყევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბოლოოდ, არბიტრმა გადაწყვიტა, რომ მატჩი პარასკევს საღამოს არ განახლდებოდა.

რადიო France Bleue ამტკიცებს, რომ „ბორდოს“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ლიგა 1-ში ვერ გადავა. თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.