ფრან კასიე „ბარსელონას“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა #1TVSPORT
ფრან კასიე „ბარსელონას“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ გუნდში ნახევარმცველ ფრანკ კესიეს გადასვლის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელს „მილანთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა.

კესიეს ხელშეკრულება კატალონიურ გრანდთან კი 2026 წლამდე იქნება ძალაში. „ბარსელონა“ ფეხბურთელს ოფიციალურად 6 ივლისს წარადგენს.

გასულ სეზონში ფრანკ კესიემ მილანელთა შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი, შეასრულა ერთი შედეგიანი გადაცემა და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

დატოვე კომენტარი