ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი იმართება
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი იმართება

ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ღონისძიების საზეიმო გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები დაესწრნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა ფესტივალის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მეთოთხმეტედ იმართება. მისი საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენს. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება და 20 ივლისს დასრულდება.