ფოთში ორი საფეხბურთო მოედანი შენდება
ფოთში ორი საფეხბურთო მოედანი შენდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფოთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას აშენებს. ფედერაციის წარმომადგენლებმა სამშენებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება.

ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით.

მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტი სფფ-ის და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს.