ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია
ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ფოთში, ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სახისა და გულმკერდის არეში ჭრილობები მეუღლის ბიძამ მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია.

„სასწრაფო დახმარებამ 25 წლის გოგო შემოიყვანა, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მას ჭრილობები დაუმუშავდა, გაეწია პირველადი ამბულატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი