ფოტორეპორტაჟი ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალიდან #1TVSPORT
ფოტორეპორტაჟი ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალიდან #1TVSPORT

იაპონიაში, ტოკიოს ოლიმპიურ არენაზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ოლიმპიური თამაშები. ჩირაღდანი იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ აანთო. მანამდე ვიხილეთ საინტერესო წარმოდგენები, ეფექტური შოუ და ყველა ქვეყნის დელეგაცია ეროვნული დროშით.

ოლიმპიადის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

ოლიმპიური არენა გახსნის ცერემონიალამდე რამდენიმე წუთით ადრე. რომ არა პანდემია, კადრში უამრავი გულშემატკივარი მოხვდებოდა, სტადიონი ბოლომდე შეივსებოდა და გახსნას ცოცხალი ემოცია არ მოაკლდებოდა.

 

მასპინძელი ქვეყნის, იაპონიის დროშის გვერდით საზეიმო ვითარებაში აღმართეს ოლიმპიური დროშა.

 

 

საქართველოს დელეგაციას მედროშეებად ოლიმიური ჩემპიონები მიუძღოდნენ: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და ტოკიო 2020-ის ხელმძღვანელი სეიკო ჰაშიმოტო

 

 

ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია