ფოტოისტორია | ნიკოლოზ ცქიტიშვილი - მაიკლ ჯორდანთან ერთად მოედანზე რომ დავდექი, ვუჩქმიტე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სიზმარი არ იყო
ფოტოისტორია | ნიკოლოზ ცქიტიშვილი - მაიკლ ჯორდანთან ერთად მოედანზე რომ დავდექი, ვუჩქმიტე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სიზმარი არ იყო

კალათბურთის მეფესთან, მაიკლ ჯორდანთან სურათის გადაღება ბევრის აუხდენელი ოცნებაა. მასთან თამაში ხომ სიზმარია…

„ბავშვობაში ვნახე, თითქოს NBA-ში ვთამაშობდი, მაისურზე 22 ნომერი მეწერა და მაიკლ ჯორდანს ვმეურვეობდი. მაშინ ნამდვილად არ მეგონა, თუ ყველაფერი ცხადში ასე მოხდებოდა“ – გვითხრა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.

იგი NBA-ის დრაფტზე მე-5 ნომრად 2002 წელს აიყვანეს. სწორედ მაშინ 39 წლის მაიკლ ჯორდანი კარიერას „ვაშინგტონში“ ასრულებდა.

„ჯორდანი ჩემი კერპი გახლდათ და საოცარი გრძნობა იყო მასთან ერთად მოედანზე დგომა. მფრინავ მაიკლს თავიდან ცოტა ვუჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილი ჯორდანი იყო“, – ასე იხსენებს ნიკა ჯორდანთან შეხვედრას.

მეორე დაპირისპირებაში ქართველმა 14 ქულა, 7 მოხსნა მოაგროვა და მისმა „დენვერმა“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდამ თქვა:

„დავბერდი, დროა მოედნიდან ტრიბუნებზე გადავინაცვლო“ და სეზონის დასრულებასთან ერთად ყველას დაგვემშვიდობა.