„ფოტოფინიში 2021“ - ვაკის პარკში 100-ზე მეტი ისტორიული ფოტო გამოფინეს #1TVSPORT
„ფოტოფინიში 2021“ - ვაკის პარკში 100-ზე მეტი ისტორიული ფოტო გამოფინეს #1TVSPORT

ვაკის პარკში გამოფენა „ფოტოფინიში 2021“ გაიმართა. ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ექვსი ქართველი სპორტული ფოტოგრაფის უნიკალურ არქივი, რომლიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების წარმატების ისტორიებს ასახავს.

სპორტის ფოტოგრაფების პირადი არქივებიდან შეაგროვეს 100-ზე მეტი ისტორიული ფოტო, რომლებიც მოიცავს 28-წლიან პერიოდს – 1992 წლის ბარსელონას თამაშებიდან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ჩათვლით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ფოტოგრაფის ნამუშევრები: პაატა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე კოტორაშვილის, ავთანდილ გურასაშვილის, გიგა გურასაშვილის, ლაშა კუპრაშვილის და თამუნა ყულუმბეგაშვილი.

პანდემიასთან დაკავშირებული დისკომფორტი რომ აერიდებინათ, ორგანიზატორებმა ფოტოგამოფენა ღია სივრცეში, რეაბილიტირებულ ვაკის პარკში გადაწყვიტეს. შუაგულ პარკში დიდ ფორმატზე დაბეჭდილი უნიკალური კადრების ნახვას პარკის სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში, 18 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე შეძლებენ.

გამოფენის ორგანიზატორი სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებაა, ხოლო პროექტი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.