ფოტოამბავი - როგორ სძლია ბასილაშვილმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს #1TVSPORT
ფოტოამბავი - როგორ სძლია ბასილაშვილმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს #1TVSPORT

დოჰას მასტერსის მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაშე ლეგენდარული როჯერ ფედერერი წარდგა. აქამდე შვეიცარიელთან ბასილაშვილს 2016 წელს ჰქონდა ნათამაშები და სამ სეტში – 0:3.

ამჯერად ნიკამ მაღალი კლასი გამოავლინა და პირველი სეტის 3:6 წაგების შემდეგ 6:1, 7:5 გაიმარჯვა.

როგორც კოვიდრეგულაციები მოითხოვს, ჩოგბურთელები კორტებზე პირბადეებით გამოჩნდნენ.

გულშემატკივართა მხოლოდ მცირე ნაწილს მიეცა მატჩის ცოცხლად ხილვის საშუალება.

ფავორიტმა შვეიცარიელმა ფავორიტის შესაფერისად დაიწყო – საწყისი სეტი 6:3 მოიგო.

მილმენთან და ჟაზირთან გამარჯვებების შემდეგ იშტაზე მოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე სეტში თამამად ათამაშდა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეტი ჩაატარა.

მეორე სეტში 1:6 წაგებამ 39 წლის ფედერერი ბევრ რამეზე დააფიქრა…

გადამწყვეტ, მესამე სეტში ფედერერს მატჩპოინტი ჰქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ის გეიმიც მოუგო და მესამე სეტიც – 7:5. ისტორიულ მატჩში ქართველის სასარგებლოდ 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.

ფედერერი გულშემატკივრებსა და დოჰას დაემშვიდობა…

ბასილაშვილს ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ელის.

ბოლო ფოტოს კომენტარი არ სჭირდება.

ფოტოები: gettyimages.com