ფოთის კოლხეთში ახალ მწვრთნელს ელიან

16:01, 06.04.2019

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურში ფოთის კოლხეთი 1913 თელავთან დიდი ანგარიშით დამარცხდა: ფოთის პარკი არენაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლები 0:5 დამარცხდნენ.

დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ კოლხეთი 1913-ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა პაატა მეტრეველმა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

მეტრეველის შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გამოცხადდება. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა თანამდებობაზე ფოთელთა ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი ზაზა ინაშვილი დაბრუნდეს.

მორიგი, მეექვსე ტურის მატჩს ფოთელები სტუმრად 8 აპრილს სამტრედიას წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი