ფოთის „კოლხეთმა“ რვამატჩიანი მოუგებელი სერია „სამგურალთან“ შეწყვიტა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ რვამატჩიანი მოუგებელი სერია „სამგურალთან“ შეწყვიტა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-10 ტური ფოთში გამართული დაპირისპირებით გაგრძელდა – „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 21-ე წუთზე ფოთელებმა გიორგი აბუაშვილის ზუსტი დარტყმით გახსნეს. 48-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა წონასწორობა ძალიან ეფექტური საჯარიმო დარტყმით აღადგინა და სტუმრებს მოგების იმედი გაუჩნდათ.

მაგრამ 69-ე წუთზე თავი ისევ აბუაშვილმა გამოიჩინა და „კოლხეთს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ფოთელების ლიდერმა საჯარიმოსთან ცრუმოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 10 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ (11) მე-6 პოზიციაზეა.