ფოთის „კოლხეთმა“ „დინამო თბილისიდან“ გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა #1TVSPORT
გიორგი მოისწრაფიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა და ფოთის „კოლხეთის“ მოთამაშე გახდა – ინფორმაციას ფოთის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. მოისწრაფიშვილმა ფოთის „კოლხეთთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თამაში სწორედ ფოთში დაიწყო, ხოლო 10 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც პროფესიული კარიერის დაწყებამდე ვარჯიშობდა და კარიერის პირველი ნაწილი სწორედ „დინამოში“ გაატარა.
23 წლის მოისწრაფიშვილმა ერთი სეზონი „თელავში“ გაატარა, ასევე თამაშობდა ბელგიურ „ბევერენში“. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და საქართველოში გამართული ევრო 2023-ის მონაწილე.