ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრების ნაწილი გუნდში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნას აპროტესტებს
ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრების ნაწილი გუნდში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნას აპროტესტებს

ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრების ნაწილი გუნდში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნას აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელმძღვანელი თანამდებობები ადგილობრივმა კადრებმა უნდა დაიკავონ.

„კოლხეთის“ ხელმძღვანელად და მწვრთნელად თბილისიდან ჩამოსული ადამიანები დაინიშნენ, რასაც ვაპროტესტებთ. გვინდა, აღნიშნული პოსტი ადგილობრივმა, კომპეტენტურმა პირებმა დაიკავონ. ეს საკითხი მერიამ უნდა მოაგვაროს. გუნდი შარშან უმაღლესი ლიგიდან გავარდა და სერიოზული მომზადება სჭირდება, რისთვისაც სპონსორების მოძიებაც აუცილებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს საფეხბურთო გუნდ „კოლხეთის“ გულშემატკივარმა იგორ შურღაიამ.

გუნდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ კონსენსუსს მიაღწევენ და გუნდი უახლოეს პერიოდში ღირსეულ ადგილს დაუბრუნდება.

„მოგეხსენებათ, რა დღეშია ფოთის კოლხეთის რეპუტაცია. ხელში მაქვს დოკუმენტი, სადაც არის მითითებული, რამხელა ხელფასების მქონე ხალხმა ჩაძირა გუნდი. ფაქტი სახეზეა. მილიონიან დაფინანსებას რომ ვერ გამოიყენებს ადამიანი და ამასთან ერთად, დიდი ვალების ქვეშ იმყოფება კლუბი, ყოველივე ამის შემხედვარემ გადავწყვიტე, ფოთს დავდგომოდი გვერდში. მე გახლავართ ჩემი საქმის პროფესიონალი. მე და ჩემს გუნდს დიდი პრობლემების გადალახვა მოგვიწევს. მივმართავ მთელ ფოთს, დავალებაა მეგობრული: ყოველი ჩემი ნაბიჯი აკონტროლონ. ვიყოთ ერთი გუნდი და ოჯახი“, – განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჯაშმა.