ფოთის „კოლხეთის“ ახალი მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გახდა #1TVSPORT

19:11, 26.03.2026

თამაზ პერტია 17-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

51 წლის სპეციალისტს როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პერტიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, რუსთავის „გორდაში“, ბელორუსის, მოლდოვისა და ლატვიის კლუბებში.

2008 წელს პერტია ​„დინაბურგ დაუგავპილსის“ მწვრთნელი გახდა. სხვადასხვა დროს ლატვიაში წვრთნიდა „ოლიმპს“, „სკონტოს“, „ლიეპაიას“, რომელმაც ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ლატვიის თასი მოიგო.

2019 წელს თამაზ პერტია ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

მსგავსი