ფოთის „კოლხეთი“ „ფაზისის“ სტადიონით უსასყიდლოდ ისარგებლებს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც „ფაზისის“ სტადიონით უსასყიდლოდ ისარგებლებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ცნობილია, რომ დასრულდა ფოთის ცენტრალური სტადიონის მოედნის საფართან დაკავშირებული სამუშაოები. მომავალი, 2025 წლის სეზონის თამაშებს „კოლხეთი“ მშობლიურ ქალაქში ჩაატარებს.
ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „კოლხეთი“ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს. კლუბი მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილების ინიციატორებს გუნდის მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის“, – წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტადიონის პრობლემების გამო, ფოთის „კოლხეთი“ დასრულებულ სეზონში ეროვნული ლიგის მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ატარებდა.