ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა
ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა

ფოთის საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა. ის ფეხბურთელებს კლუბის დირექტორმა ნიკო ჯაშმა წარუდგინა.

„სოსო ფილიას ფოთის „კოლხეთში“ მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გავიდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილზე. ბოლო პერიოდში ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში მუშაობდა და გუნდი მესამე ლიგიდან მეორეში გადაიყვანა“, – განაცხადა გუნდის მედიაოფიცერმა, გია ეჯიბიამ.

ორი თვის წინ დანიშნულმა, ფოთის საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაატა მეტრეველმა თანამდებობა დღეს დატოვა. მისი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად „კოლხეთის“ ბოლო სამი თამაშის წაგება სახელდება.