ფოთი მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს #1TVSPORT
ფოთი მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს #1TVSPORT

ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2007-2008 წლებში დაბადებული 150-მდე მოკრივე ასპარეზობს, ფოთიდან კი კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენები მონაწილეობენ. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

„აღნიშნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის 18 აპრილს დასრულდება“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.