ფორტ ვეინის ტურნირზე მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი პარაძიუდოისტი განაგრძობს

22:19, 04.07.2019

პარაძიუდოში აშშ-ს ფორტ ვეინის (ინდიანაპოლისი) გრანპრიზე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობენ ზვიად გოგოჭური (-100 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ).

ავთანდილ კირკიტაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ტარიელ უძილაური პირველივე შეხვედრაზე ფეხის ტრავმის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.

ფინალები დღეს გაიმართება.

მსგავსი