კოლუმბიელი ტატიანა კალდერონი პირველი ქალი პილოტი გახდება ფორმულა 2-ის სარბოლო სერიაში. ამის შესახებ თავად 25 წლის ავტომრბოლელმა დაწერა საკუთარ ტვიტერზე. მან განაცხადა, რომ საჯინიბო არდენთან გააფორმა კონტრაქტი.
ადრე კალდერონი გამოდიოდა ფორმულა 3-ში და GP3-ის სერიაში, აგრეთვე, იყო ზაუბერის განვითარების პილოტი. არდენში მისი პარტნიორი იქნება GP3-ის 2018 წლის ჩემპიონი, ფრანგი ანტუან იუბერი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ფორმულა 2-ში დებიუტი ექნება გერმანელ მიკ შუმახერს.