ფორმულა 2-ის ბელგიის ეტაპზე ფრანგი პილოტი დაიღუპა [ვიდეო]
ფორმულა 2-ის რბოლა ბელგიის „სპა-ფრანკორშამის“ ავტოდრომზე ერთ-ერთი პილოტის დაღუპვით დასრულდა. საშინელი შეტაკების შემდეგ, ფრანგი ანტუან იუბერი გარდაიცვალა.
ავარია მეორე წრეზე, ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას მოხდა. იუბერი („არდენი“) ხუან მანუელ კორეასა („ზაუბერ-ჰაროუზი“) და მარინო სატოს („ტრაიდენტი“) შეეჯახა.
BREAKING: Formula 2 driver Anthoine Hubert killed in major crash at the Belgian Grand Prix pic.twitter.com/aLWaZaMIMF
— BNO News (@BNONews) August 31, 2019
ინციდენტის ადგილის დამოუკიდებლად დატოვება მხოლოდ სატომ შეძლო, ავარიის სხვა მონაწილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა 22 წლის იუბერის დაღუპვის შესახებ – ექიმებმა ვერ შეძლეს ფრანგი მრბოლელის გადარჩება.
კორეა საავადმყოფოში რჩება, მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურს.
ავარიის შემდეგ, ორგანიზატორებმა ეტაპი გააუქმეს.