ფორმულა 1 ვიეტნამშიც ჩატარდება
ფორმულა 1 ვიეტნამშიც ჩატარდება

ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი, 2020 წელს, თავის ისტორიაში ფორმულა 1-ს პირველ გრან-პრის უმასპინძლებს. ეს პირველი კალენდარული ცვლილებაა მას შემდეგ, რაც სპორტის ამ სახეობაში კომპანია „ლიბერთი მედია“ ჩაერთო.

„2017 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით, გვქონდა გეგმა, რომ სპორტის ამ სახეობაში ახალი დანიშნულების ადგილები გაჩენილიყო და ვიეტნამის ამბავი სწორედ ამ ამბიციური გეგმის ნაწილია“, – განაცხადა ფორმულა 1-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჩეის კერიმ.

ჰანოის ტრასის სიგრძე 5.565 კილომეტრი იქნება და 22 მოსახვევს შეიცავს. ეს იქნება მეოთხე ქუჩის ტრასა მონაკოს, სინგაპურისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ტრასა, რომლის დიზაინერია ჰერმან ტილკე, ასევე შეიცავს სწორ მონაკვეთებს და მათგან ყველაზე გრძელი – 1.5 კილომეტრია. მოსალოდნელია, რომ აქ ავტომობილები საათში 335 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწევენ.