ფორმულა 1 | ვალტერი ბოტასი „მერსედესში“ დაბრუნდა და 2025 წელს გუნდის მესამე პილოტი იქნება #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გუნდმა, „მერსედესმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წელს მათი სარეზერვო, მესამე პილოტი ფინელი ვალტერი ბოტასი იქნება.
35 წლის ბოტასი ბოლო სამი წლის მანძილზე „ზაუბერის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2017 დან 2021 წლის ჩათვლით „მერსედესის“ პილოტი იყო და გუნდთან ერთად კონსტრუქტორთა თასი ხუთჯერ მოიგო. გერმანულ გუნდში ყოფნის პერიოდში ის 10 რბოლის გამარჯვებული გახდა.
2025 წელს „მერსედესის“ ძირითადი პილოტები ბრიტანელი ჯორჯ რასელი და 18 წლის კიმი ანტონელი იქნებიან, რომელიც ფორმულა 1-ში სადებიუტო სეზონისთვის ემზადება.
2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ლეგენდარულმა ლუის ჰამილტონმა დატოვა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კარიერას „ფერარიში“ გააგრძელებს.