ფორმულა 1 | უნგრეთის გრანპრი ლანდო ნორისმა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეთერთმეტე რბოლა „მაკლარენის“ პილოტის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა. ეს მოგება მისთვის და მისი გუნდისთვის მინდინარე სეზონში პირველია.
რბოლაში მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა („რედ ბული“) დაიკავა, ხოლო მესამეზე „მერსედესის“ წარმომადგენელი, ჩემპიონატის ლიდერი კიმი ანტონელი გავიდა.
ნორისი ჰუნგარორინგზე ასპარეზობას პირველი ადგილიდან იწყებდა. მან დასაწყისში თავის თანაგუნდელთან, ოსკარ პიასტრისთან პოზიცია დაკარგა, თუმცა მალევე დაიბრუნდა და რბოლა გამარჯვებამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ გადაცემათა კოლოფზე შექმნილი პრობლემის გამო პიასტრიმ ასპარეზობა ვერ დაასრულა.
უნგრეთის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:
ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 25 ქულა
მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 18 ქულა
კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 15 ქულა
შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 10 ქულა
ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 8 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 6 ქულა
ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა
ნიკო ჰულკენბერგი („აუდი“) – 2 ქულა
არვიდ ლინდბლადი („რეისინგ ბულსი“) – 1 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:
კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 219 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 169 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 160 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:
„მერსედესი“ – 379 ქულა
„ფერარი“ – 307 ქულა
„მაკლარენი“ – 220 ქულა
ფორმულა 1-ში საზაფხულო შესვენება გამოცხადდა. შემდეგი ეტაპი ნიდერლანდებში შედგება – რბოლა 23 აგვისტოს გაიმართება.