ფორმულა 1 | უნგრეთის გრანპრი ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | უნგრეთის გრანპრი ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. უნგრეთში გამართული ეტაპი „მაკლარენის“ ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა მოიგო.

ჰუნგარორინგზე გამართულ რბოლას პირველ პოზიციაზე „ფერარის“ წარმომადგენელი შარლ ლეკლერი იწყებდა, თუმცა მან პოდიუმზე ასვლაც ვერ მოახერხა და მეოთხე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება ნორისს, მან რბოლა მესამე ადგილიდან დაიწყო, ხოლო უკეთესი სტრატეგიითა და პიტსტოპებით პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე პოზიცია მისმა თანაგუნდელმა, ავსტრალიელმა ოსკარ პიასტრიმ დაიკავა, რომელსაც ბოლო წრემდე შეეძლო გამარჯვება, თუმცა ნორისის გადასწრება ვერ მოახერხა. პოდიუმის მესამე ადგილი წილად ჯორჯ რასელს („მერსედესი“) ხვდა.

აღნიშნული გამარჯვებით ლანდო ნორისმა ოსკარ პიასტრისთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, ხოლო ლიდერთა დუეტი მესამეადგილოსან მაქს ფერსტაპენს („რედ ბული“) 88 ქულით აღემატება.

ფორმულა 1-ის სეზონის მეორე ნახევარი 31 აგვისტოს ნიდერლანდების გრანპრით დაიწყება.

ფორმულა 1, უნგრეთის გრანპრი 2025 | ქულები:

  1. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 25 ქულა
    2. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 18 ქულა
    3. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 15 ქულა
    4. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა
    5. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 10 ქულა
    6. გაბრიელ ბორტოლეტო („ზაუბერი“) – 8 ქულა
    7. ლენს სტროლი („ზაუბერი“) – 6 ქულა
    8. ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა
    9. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 2 ქულა
    10. კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 1 ქულა

პილოტთა სატურნირო მდგომარეობა:

  1. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 284 ქულა
  2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 275 ქულა
  3. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 187 ქულა
  4. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 172 ქულა
  5. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 151 ქულა
  6. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 109 ქულა
  7. კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 64 ქულა
  8. ალექსანდერ ალბონი („ვილიამსი“) – 54 ქულა
  9. ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) – 37 ქულა
  10. ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 27 ქულა
  11. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 26 ქულა
  12. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 26 ქულა
  13. ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 22 ქულა
  14. პიერ გასლი („ალპინი“) – 20 ქულა
  15. ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 20 ქულა
  16. კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 16 ქულა
  17. გაბრიელ ბორტოლეტო („ზაუბერი“) – 14 ქულა
  18. იუკი ცუნოდა („რედ ბული“) – 10 ქულა
  19. ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 8 ქულა
  20. ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 0 ქულა
  21. ჯეკ დუანი („ალპინი“) – 0 ქულა

კონსტრუქტორთა სატურნირო მდგომარეობა:

  1. „მაკლარენი“ – 559 ქულა
  2. „ფერარი“ – 260 ქულა
  3. „მერსედესი“ – 236 ქულა
  4. „რედ ბული“ – 194 ქულა
  5. „ვილიამსი“ – 70 ქულა
  6. „ასტონ მარტინი“ – 52 ქულა
  7. „ზაუბერი“ – 51 ქულა
  8. „რეისინგ ბულსი“ – 45 ქულა
  9. „ჰაასი“ – 35 ქულა
  10. „ალპინი“ – 20 ქულა