ფორმულა 1 - ტესტების პირველი დღე სებასტიან ფეტელმა მოიგო
ფორმულა 1 - ტესტების პირველი დღე სებასტიან ფეტელმა მოიგო

ბარსელონაში ზამთრის ტესტებით დაიწყო ფორმულა 1-ში 2019 წლის სეზონი.

ჩემპიონატში მონაწილე 10 გუნდიდან ცხრამ შეძლო ტრასაზე ბოლიდის გაყვანა. ამ ეტაპისთვის, მზად არ არის მხოლოდ „უილიამსის“ ახალი მანქანა. ბრიტანული გუნდი ოთხშაბათს იმედოვნებს ტრასაზე გასვლას.
ტესტების პირველ კვირას ყოველდღიურ ოქმში პოზიციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – გუნდებს ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა სისწრაფეზე და უფრო სხვა ამოცანების გადაწყვეტაზე არიან ორიენტირებულნი. ძალთა თანაფარდობის რეალურ სურათს ტესტების მეორე კვირის შედეგები მოიტანს.

პირველ დღეს, საუკეთესო დრო აჩვენა სებასტიან ფეტელმა – 1.18,161. გერმანელი ასევე ლიდერი იყო გავლილი წრეების რაოდენობით. როგორც ჩანს, ახალი „ფერარი“ სწრაფი და საიმედოა.
პირველი დღის შედეგები –

1. ფეტელი (ფერარი) – 1:18.161 (169 წრე)
2. საინსი (მაკლარენი) – 1:18.558 (119)
3. გროსჟანი (ჰაასი) – 1:19.159 (65)
4. ფერსტაპენი (რედ ბული) – 1:19.426 (128)
5. რაიკონენი (ალფა რომეო) – 1:19.462 (114)
6. კვიატი (ტორო როსო) – 1:19.635 (77)
7. პერესი (რეისინგ პოინტი) – 1:19.944 (30)
8. ბოტასი (მერსედესი) – 1:20.127 (69)
9. ჰემილტონი (მერსედესი) – 1:20.135 (81)
10. ჰიულკენბერგი (რენო) – 1:20.980 (65)
11. რიკარდო (რენო) – 1:20.983 (44)