ფორმულა 1 - ტესტების მეორე დღე კიმი რაიკონენმა მოიგო
ფორმულა 1 - ტესტების მეორე დღე კიმი რაიკონენმა მოიგო

ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე დღემ ჩაიარა. მოულოდელად, საუკეთესო დრო აჩვენა „ალფა რომეოს” პილოტმა კიმი რაიკონენმა, რომელმაც სესიის ბოლოს ყველაზე რბილი საბურავებით და მცირე რაოდენობის საწვავით გაიარა წრე.

„მერსედესმა“ ტრადიციულად ორივე პილოტი ამუშავა, რათა მაქსიმალურად დიდი დისტანცია დაეფარა – გერმანული საჯინიბო ლიდერი გახდა ამ მაჩვენებლით. პილოტები რბილი საბურავებით არ მუშაობდნენ, საუკეთესო დროის ჩვენებას არ ცდილობდნენ და პუნქტობრივად ასრულებდნენ პროგრამას, მაგრამ, საბოლოოდ, ვადაზე ადრე დაასრულეს ტესტები – სესიის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, მათ ERS-ის პრობლემა შეექმნათ.

„ფერარიში“ დილის სესია შარლ ლეკლერმა წარმართა, დღის მეორე ნახევარში კი ტრასაზე გავიდა სებასტიან ფეტელი. „რედ ბულში” მთელი დღე ალექსანდრ ელბონი მუშაობდა, რომელმაც უფრო ნაკლები გაიარა, ვიდრე წინა დღეს მაქს ფერსტაპენმა, რომელიც ლიდერია გავლილი წრეების რაოდენობით (168 წრე).

მოხდა რამდენიმე ინციდენტი და ტრასაზე მოცურდნენ გასლი, ლეკლერი, ბოტასი და რაიკონენი, თუმცა ბოლიდები არ დაზარალებულა.

მეორე დღის შედეგები:

1. რაიკონენი (ალფა რომეო) – 1:17.091 (134 წრე)

2. პერესი (რეისინგ პოინტი) – +0.256 (145)

3. რიკარდო (რენო) – +0.658 (41)

4. ელბონი (რედ ბული) – +0.821 (134)

5. გასლი (ალფა ტაური) – +1.030 (147)

6. ფეტელი (ფერარი) – +1.063 (73)

7. რასელი (უილიამსი) – +1.175 (116)

8. ლეკლერი (ფერარი) – +1.244 (49)

9. ჰემილტონი (მერსედესი) – +1.296 (106)

10. ნორისი (მაკლარენი) – +1.383 (137)

11. გროსჟანი (ჰაასი) – +1.405 (158)

12. ოკონი (რენო) – +1.466 (52)

13. ბოტასი (მერსედესი) – +2.216 (77)