ფორმულა 1 | სინგაპურის გრანპრი ჯორჯ რასელის გამარჯვებით დასრულდა - „მაკლარენმა“ კონსტურქტორთა თასი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მორიგ ეტაპს სინგაპურმა უმასპინძლა. რბოლა „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტის, ჯორჯ რასელის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილი რბოლაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა („რედ ბული“) დაიკავა, ხოლო მესამეზე ლანდო ნორისი გავიდა „მაკლარენიდან“.
უშუალოდ რასელისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე გამარჯვება იყო, ხოლო კარიერაში „მერსედესის“ წარმომადგენელმა მეშვიდე რბოლა მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ნორისის მესამე და პიასტრის მეოთხე ადგილი საკმარისი აღმოჩნდა „მაკლარენისთვის“, რომ 650 ქულით 2025 წლის კონსტრუქტორთა თასი მოეგო. აღნიშნული ტიტული ბრიტანული გუნდისთვის ისტორიაში მეათეა.
რაც შეეხება პილოტთა სატურნირნო ცხრილს, აქ პირველ ადგილზე 336 ქულით ოსკარ პიასტრია, მეორე პოზიციას ლანდო ნორისი 314 ქულით იკავებს, ხოლო ფერსტაპენი 273 ქულით მესამეა.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მორიგი რბოლა 19 ოქტომბერს აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში გაიმართება.